22/11/2023
16:23
მსოფლიო
როგორც თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ ღაზაში ჩადენილი სასტიკი დანაშაულის გამო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) უნდა გადაეცეს.
როგორც ცნობილია, 7 ოქტომბრის შემდეგ ღაზაზე ისრაელის მიერ განხორციელებულ თავდასხმებს 14000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, მილიონზე მეტი კი - დევნილი გახდა.
„ნეთანიაჰუს საქმე წასულია. ისრაელელებიც კი აღარ უჭერენ მხარს ნეთანიაჰუს“, - განაცხადა ერდოღანმა ალჟირ-თურქეთის ბიზნეს ფორუმზე.
„თავდასხმებმა კიდევ ერთხელ გამოავლინა ისრაელისა და მისი მხარდამჭერების ნამდვილი სახე, განზრახვა და მიზანი. ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისრაელის მმართველებს სანქციები დაუწესდეთ მათ მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამო. ჩვენ ვერ და არ შევეგუებით ისრაელის პოლიტიკას, რომელიც გაფართოვდა მუდმივი ოკუპაციის, მიწების მიტაცებისა და ჩაგრულთა ხოცვა-ჟლეტის გზით და მიზნად ისახავს ღაზას დაუსახლებელ ტერიტორიად გადაქცევას,“ - აღნიშნა ერდოღანმა.
0
0