28/12/2023
16:10
მსოფლიო
7 ოქტომბერს, ,,ჰამასის“ თავდასხმების შემდეგ, ისრაელსა და ლიბანურ შეიარაღებულ დაჯგუფება ,,ჰეზბოლას“ შორის საზღვრისპირა ბრძოლები ინტესიური გახდა.
მიმდინარე კვირაში ,,ჰეზბოლას“ მიერ დაბომბვის შემთხვევები კიდევ უფრო გაიზარდა, რასაც ისრაელის საპასუხო თავდასხმები მოჰყვა.
როგორც ისრაელის ომის კაბინეტის წევრმა ბენი განცმა განაცხადა, თუ მსოფლიო და ლიბანის მთავრობა არ იმოქმედებენ თავდასხმების შესაჩერებლად, მაშინ ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) ამ საკითხს თავად გადაჭრიან.
როგორც ცნობილია, ღაზაში გაქცევას ათიათასობით ადამიანი ცდილობს მას შემდეგ, რაც ისრაელის თავდაცვის ძალები თავს დაესხნენ ცენტრალურ ქალაქებში განთავსებულ ლტოლვილთა ბანაკებს. მათი სამიზნე კვლავ სამხრეთ ღაზას მთავარი ქალაქი ხან-იუნისია.
ხალხმრავალ ქალაქებში - დეირ ალ-ბალახსა და რაფაჰში - თავშესაფრების ნაკლებობის გამო, ბევრ ლტოლვილს ქუჩებში გაშლილ კარვებში სძინავს.
0
0