
სამიტი ისლანდიის დედაქალაქში გუშინ გაიხსნა და მას 46 ქვეყნის ლიდერი ესწრება. განხილვის მთავარი თემა უკრაინაა - უნდა იმსჯელონ რუსეთის პასუხისმგებლობაზეც, რომელიც ევროპის საბჭოდან ომის დაწყებისთანავე გარიცხეს.
დელეგატებმა ქართველ ჟურნალისტებთან კომენტარები სამიტის დაწყებისთანავე გააკეთეს. ლიეტუვასა და პოლონეთის პრეზიდენტებმა სხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს.
"მე მხარს დავუჭერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას . ამისთვის არსებობს გარკვეული პირობები. პირველ რიგში, რეფორმების იმპლემენტაცია, ადამიანის უფლებების კანონის უზენაესობის უზრუნველყოფა. საქართველომ ძალისხმევა უნდა გააძლიეროს , რომ რაც შეიძლება მალე გახდეს ჩვენი საზოგადოების წევრი. ვფიქრობ, მეტი გაკეთდა წარსულში, მაგრამ ახალა ჯერ კიდევ გვჭირდება დინამიკა," - განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ.
„მთლიანობაში, მე მხარს ვუჭერ საქართველოს. წლებია, საქართველოს მხარდამჭერი ვარ. მხარს ვუჭერ ევროკავშირის ღია კარის პოლიტიკას. პოლონეთი ევროკავშირში 2004 წელს გაწევრიანდა და ჩემი აზრით, ევროკავშირის კარი ღია უნდა იყოს ახალი წევრებისთვის, ახალი კანდიდატებისთვის და საქართველო მათ შორის ერთ-ერთია“ -აღნიშნა პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ.
0
0
გიორგი ჩიკვაიძემ სრული შიმშილობა დაიწყო
10/05/2025