
ისლანდიაში ვულკანი ამოიფრქვა - წარმოქმნილმა ლავამ ცხელი წყლის მილები დააზიანა, რის გამოც საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
ხელისუფლებამ, რეიკიანესის ნახევარკუნძულზე, ათასობით ადამიანს ცხელი წყლისა და ელექტროენერგიის დაზოგვისკენ მოუწოდა, რადგან მილების შეკეთებას შესაძლოა რამდენიმე დღე დასჭირდეს. არსებობს ვარაუდი, რომ ლავის ნაკადმა შესაძლოა სვარცენგის ელექტროსადგურთან ახლოს სხვა მნიშვნელოვანი მილსადენებიც დააზიანოს. ისლანდია, ამ დროისთვის, ელექტროსადგურის დასაცავად კედელს აშენებს.
ისლანდიის სამოქალაქო დაცვისა და საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ისინი ცდილობენ გაარკვიონ, როგორ უზრუნველყონ 20 000-ზე მეტი ადამიანი ცხელი წყლით.
დეკემბრის შემდეგ ნახევარკუნძულზე ეს უკვე მესამე ასეთი ამოფრქვევაა. ისლანდიის მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ამოფრქვევის სიძლიერე მცირდება. ისლანდიას 33 აქტიური ვულკანი აქვს და პლანეტის ორ უდიდეს ტექტონიკურ ფირფიტას შორის, შუა ატლანტიკური ქედზე მდებარეობს.
0
0