სამხრეთ-დასავლეთ ისლანდიაში, ზღვისპირა ქალაქ გრინდავიკში, ვულკანი, დეკემბრის შემდეგ მეხუთედ, კვლავ ამოირფქვა. ამოფრქვევა, ქალაქის ჩრდილოეთით, მიწისძვრების შემდეგ დაიწყო. როგორც ცნობილია, ქალაქის მოსახლეობა - 3800-მდე ადამიანი - ევაკუირებულია.
ისლანდიის მეტეოროლოგიური სამსახურის განცხადებით, ლავის სიმაღლემ 50 მეტრამდე შეადგინა, ხოლო სიგრძე 3,5 კილომეტრამდე გაიზარდა.
”ამჯერად, ლავა ბევრად უფრო დიდი მოცულობისაა და ის ახლა ქალაქისკენ მოემართება. თერმული სპა „ცისფერი ლაგუნის“ ტერიტორიიდან ხალხი ამოფრქვევის დაწყებამდე გაიყვანეს,” - განაცხადა გრინდავიკის მერმა ფანარ იონასონმა.
გრინდავიკი ისლანდიის დედაქალაქ რეიკიავიკიდან სამხრეთ-დასავლეთით დაახლოებით 50 კილომეტრში მდებარეობს. ეს ტერიტორია სვარცენგის ვულკანური სისტემის ნაწილია, რომელიც, გააქტიურებამდე, თითქმის 800 წლის განმავლობაში, „მიძინებული“ იყო.
ისლანდიაში 33 აქტიური ვულკანი მდებარეობს.
0
0