02/11/2022
17:37
პოლიტიკა
მათი დამოკიდებულება ამ კანონის მიმართ არასერიოზულია, მათ არ აინტერესებთ ევრორეკომენდაციების შესრულება, მათ აინტერესებთ ამ ქვეყნის დაზიანება, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ დეოლიგარქიზაციის კანონზე საუბრისას რადიკალური ოპოზიციის მისამართით განაცხადა.
„გუშინ ისიც კი იკადრეს, რომ ამ კანონს, რომელიც შექმნილია ზელენსკის ხელისუფლების მიერ, დაარქვეს დეოლიგარქიზაციის ოცნებისეული ვერსია. მე მგონია, რომ უფრო მეტად ხისტ პროპაგანდისტულ მეთოდს ისინი ვერ მიმართავდნენ. ნამდვილად მიკვირს იმ ადამიანების, რომლებიც ფიქრობენ ჩვენს საზოგადოებაზე, რომ ასეთ მდაბიო ტყუილს საზოგადოება გაატარებს. საზოგადოება არ ტყუვდება, ეს არ არის ოცნებისეული ვერსია, ეს არის უკრაინის ხელისუფლების მიწერ შექმნილი კანონპროექტი, რომელსაც ისევე მიიღებს საქართველოს ხელისუფლება, როგორც იქ შეიქმნა“, - აცხადებს მდინარაძე.
პარლამენტი დეოლიგარქიზაციის შესახებ მომზადებული კანონპროექტის განსახილველად ემზადება. პროექტი შემუშავებულია უკრაინის კანონის მაგალითზე და არსობრივად იმეორებს უკრაინული კანონმდებლობის ნორმებს. განსხვავება მხოლოდ სათაურსა და ოლიგარქად ცნობის უფლებამოსილებაშია. კანონპროექტით ოლიგარქებს სპეციალურ რეესტრში შეიყვანენ, რეესტრთან დაკავშირებულ, მისი შექმნისა და წარმოების წესებს კი პარლამენტი დაამტკიცებს.
0
0