
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ საკრებულოში დაგეგმილ დღევანდელ სხდომასთან დაკავშირებით „ქრონიკასთან“ ისაუბრა, სადაც ისანში დაგეგმილ სამშენებლო პროექტთან დაკავშირებით იმსჯელებენ.
მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები ეწინააღმდეგებიან ქალაქის განვითარებას, რადგან ისნის რაიონში, გაბრიელ სალოსზე დაგეგმილი მშენებლობა ქალაქის განაშენიანების გეგმას არ ეწინააღმდეგება და ის მნიშვნელოვანი ინვესტიციაა ქალაქისთვის.
„ეს [ოპოზიციის წარმომადგენლები] ადამიანები არიან არა ჩვენი, არამედ ქალაქის ოპონენტები. ეწინააღმდეგებიან ქალაქის განვითარებას. აღნიშნული განაშენიანების რეგულირების გეგმა სრულ შესაბამისობაშია გენერალურ გეგმასთან და ჩვენ მივიღებთ დადებით გადაწყვეტილებას. ასეთი მნიშვნელოვანი ინვესტიციები და პროექტები ჩვენი ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მათი [ოპოზიციის] რიტორიკა არის პოლიტიკური დღის წესრიგი და ცდილობენ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ“, - აღნიშნა ტყემალაძემ.
0
0