იმ აქტიური არასამთავრობო ორგანიზაციების, დაახლოებით 30%-მდე უკვე რეგისტრირებულია რამდენიმე ასეული ხოლო დარჩენილი ნაწილიც დროთა განმავლობაში გაიაზრებს, რომ ალტერნატივა სხვა არ აქვს და დარეგისტრირდებიან, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ.
მისი თქმით, ის ორგანიზაციები, რომლებიც არ დარეგისტრირდებიან დაექვემდებარებიან ჯარიმებს.
„ის ვინც ვერ დარეგისტრირდება და არ დარეგისტრირდება, არის საჯარიმო სანქციები, რაც არის გაწერილი. იმ ჯარიმასაც მოვახმართ ჩვენს მოქალაქეებს. ძალიან მსუყე ჯარიმები არის და კი ბატონო, რაც უფრო მეტი ჯარიმა დაიწერება ისევ და ისევ მოხმარდება ჩვენს მოქალაქეებს. ბოლოს უკვე გაიაზრებენ რომ ასე აზრი არ აქვს. ან თვითონ დონორი შეუწყვეტს დაფინანსებას ან უკვე როგორც „სირცხვილია“ აპირებდა დარეგისტრირებას, ისე დარეგისტრირდებიან“, -განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, განაცხადის ჩაბარება იუსტიციის სახლის ფილიალებში დღესაც იქნება შესაძლებელი. იუსტიციის სახლის ინფორმაციით, ორგანიზაციებისთვის შესაბამის რეესტრში დარეგისტრირების ვადა 2 სექტემბრის ჩათვლითაა განსაზღვრული.
0
0