14/04/2024
19:43
მსოფლიო
"ის, რაც ისრაელმა გუშინ აჩვენა, იყო წარმოუდგენელი უნარი თავის დასაცავად... მათი სამხედრო უპირატესობა საკმაოდ აღსანიშნავი იყო", - ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა და აღნიშნა, რომ ბაიდენი არ მიიჩნევს, რომ ირანის თავდასხმა ისრაელზე უნდა გადაიზარდოს უფრო ფართო ომში.
"პრეზიდენტს არ სჯერა, რომ ეს ამ მიმართულებით წავა. ის, რაც ისრაელმა გუშინ აჩვენა, იყო წარმოუდგენელი უნარი თავის დასაცავად, უბრალოდ, მათი სამხედრო უპირატესობა გუშინ საკმაოდ აღსანიშნავი იყო. ძალიან ცოტამ მიაღწია ისრაელის საჰაერო სივრცემდე და მიყენებული ზიანი იყო ძალიან მცირე. პრეზიდენტმა მკაფიოდ განაცხადა, რომ არ გვინდა ესკალაცია. უახლოესი საათები და დღეები ბევრ რამეს გვეტყვის," - განაცხადა კირბიმ.
შეგახსენებთ, რომ გასულ ღამეს ირანმა ისრაელის მიმართულებით ასობით დრონი და რაკეტა გაუშვა. ისრაელის თავდაცვის ძალები ამბობენ, რომ დრონებისა და რაკეტების უმრავლესობა მოიგერიეს. თავდასხმის დაშავდა, სულ მცირე, ერთი ადამიანი. დანიელ ჰაგარის თქმით, მცირე ზიანი მიადგა ისრაელის თავდაცვის ძალების ერთ-ერთ სამხედრო ბაზას. აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ ისრაელს თავდასხმის მოგერიებაში ამერიკული ძალები დაეხმარნენ.
0
0