"მისი ადგილი საზოგადოებაში არ არის. მისი ადგილი არის ციხეში", - ენმ-ის თავმჯდომარე ზვიად ხარაზიშვილს{ხარება) პასუხობს და ამბობს, რომ ის ძალადობრივი რეჟიმის სახეა.
"მესმის ახლა, რომ ნერვული ფხაკურები აქვს ახლა და კუდის მოქნევას ცდილობს. შეეგუოს იმას, რომ მისი ადგილი არის საპატიმროში. ის არის საზოგადოებისთვის საშიში. შეხედეთ მას, მის ლექსიკას მოუსმინეთ, მის მანერებს და მიხვდებით, რომ ის არ არის ნორმალური.
ეს ადამიანი წარმოადგენს ძალადობრივი რეჟიმის ძალადობრივ სახეს, ამიტომ, ნუ გაგიკვირდებათ მისი მხრიდან ასეთი დამოკიდებულება.
ჩემი შვილიც ბევრჯერ ამ მშვიდობიან აქციაზე მონაწილეობას იღებს და ე.ი. მისი უსაფრთხოება ამ არანორმალურს უნდა ევალოს? ეს არის ჩვეულებრივი კრიმინალი, კაციჭამია.
ყველაზე ტრაგიკული არის და ყველას უნდა ესმოდეს ის, რასაც უკეთებენ ახალგაზრდებს, მოქალაქეებს, რომლებსაც, ფაქტობრივად, სახის ძვლებს უმტვრევენ. მაგრამ მათ კარგად უნდა ესმოდეთ, რომ ეს ყველაფერი შეხორცდა, მაგრამ თქვენს რეპუტაციას არასდროს აღარაფერი არ ეშველება. ეს ადამიანი უბრალოდ საზოგადოებისთვის საშიშია, არანაირი ჯანმრთელობა მდგომარეობა არ აქვს. მე არ მგონია, რომ ფსიქიკურადაც ის ნორმალური იყოს. მასში არის განსხივოსნებული ბიძინა ივანიშვილი და რუსული ხელისუფლების წარმომადგენლები. არ არის სასაცილო, ეს ეხება ჩვენს შვილებს, ჩვენს მოქალაქეებს, თორემ ახლა ეს ჭინკა ვის რას დაემუქრება ნაკლებად საინტერესოა", - ამბობს ხაბეიშვილი.
ცნობისთვის, ზვიად ხარაზიშვილმა „ტვ პირველთან“ შემდეგი კომენტარი გააკეთა: „ყველა სცემს თავის თავს, არავინ არავის არ სცემს. მე ახალგაზრდებს არ ვცემ, მე ვცემ არაკაცებს", - განუცხადა ხარაზიშვილმა ჟურნალისტს და იქვე დასძინა: "სია გვაქვს, ახლა გაჩვენებთ ცოტა ხანში".
0
0