
ირლანდიიდან საქართველოს 32 მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას ირლანდიის იუსტიციის მინისტრი, ჯიმ ო’კალაჰანი და ირლანდიური მედია ავრცელებენ.
„წინა ღამეს ჩემი დეპარტამენტის მიერ შეკვეთილმა თვითმფრინავმა დუბლინი დატოვა თბილისის მიმართულებით 32 ადამიანით, რომლებმაც აქამდე სადეპორტაციო ორდერები მიიღეს. თვითმფრინავი ახლა დაჯდა და ხალხი მშვიდობით დაბრუნებულია საქართველოში. მადლობა მინდა გადავუხადო გარდას [ირლანდიის ეროვნულ პოლიციას] და ოფიციალურ პირებს ჩემს დეპარტამენტში ამ ფრენის კოორდინაციისთვის“, - წერს ო’კალაჰამი X-ის პირად გვერდზე.
ირლანდიიდან 32 დეპორტირებულ ადამიანს შორის 28 მამაკაცია, 3 ქალი და 1 ბავშვი.
ო’კაჰანმა დეპორტაციას „მნიშვნელოვანი ნაბიჯი“ უწოდა და აღნიშნა, რომ უფრო მეტი სადეპორტაციო ფრენა ჩაინიშნება. მინისტრმა აღნიშნა, რომ ქვეყანაზე ზეწოლის შესამცირებლად „ზოგადად უსაფრთხო“ ქვეყნებიდან ხალხის ინფორმირებაა საჭირო, რომ თავშესაფრისთვის მათი განაცხადი დიდი ალბათობით უარყოფილი იქნება.
„თუ ისინი თავშესაფარს ეძებენ ირლანდიაში - რა თქმა უნდა, ის შეფასდება - დიდი ალბათობაა იმისა, რომ თავშესაფარზე უარს მიიღებ თუ საქართველოდან ხარ“, - განაცხადა ო’კაჰანმა.
0
0