-share.jpg)
ირინა შეიკი ცხოველის მიმართ სასტიკ მოპყრობაში დაადანაშაულეს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
ირინა შეიკი ჟურნალ Vogue-ის ახალი გადაღების გმირი გახდა, რომელმაც სკანდალის გარეშე არ ჩაიარა. ერთ-ერთ კადრში, მოდელი ნიუ-იორკის ქუჩებში დობერმანთან ერთად ეფექტურ ფორმაში არის აღბეჭდილი: კაბასა და მაქმანებიან კორსეტში. თუმცა, ცხოველთა უფლებების დამცველები ამ ფოტოებმა აღაშფოთა. აქტივისტებმა ყურადღება მიაქციეს იმას, რომ ძაღლს ყურები ჰქონდა დაჭრილი. ამ პროცედურას დობერმანებს უტარებენ, რათა მათი ყურები გაიზარდოს ვერტიკალურად. ეს ოპერაცია დიდ ბრიტანეთში აკრძალულია.
"ადამიანების წახალისება, შეიძინონ დასახიჩრებული ძაღლები, რაც უკანონოა დიდ ბრიტანეთში, სამედიცინო თვალსაზრისითაც სრულიად შეუსაბამოა",- განუცხადა Daily Mail-ს ცხოველთა დაცვის კომპანიის Peta-ს წარმომადგენელმა. ინსაიდერმა გამოცემას სთხოვა, ბოდიში მოეხადა ამ გადაცდომისთვის და მკითხველისათვის ეცნობებინა, რომ ძაღლები ყურებით "ლაპარაკობენ". მათი კორექცია შინაურ ცხოველებს არა მხოლოდ აზიანებს, არამედ შეუძლებელს ხდის კომუნიკაციას.
ცხოველთა უფლებების დამცველების თქმით, ეს ფოტოსესია ახმოვანებს მესიჯს, რომ „ცხოველები მხოლოდ მოდური აქსესუარებია და არა ცოცხალი, გრძნობის მქონე არსებები, რომლებიც პატივისცემას იმსახურებენ“. ირინა შეიკს კრიტიკოსების თავდასხმებზე კომენტარი არ გაუკეთებია. ჟურნალ Vogue-საც ბრალდებებზე ჯერ არ უპასუხია.
0
0