
IRI-ს გამოკითხულთა 50% მიიჩნევს, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი უნდა იყოს მხოლოდ ევროკავშირი და დასავლეთი. კითხვაზე, რა უნდა იყოს ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი, პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა: მხოლოდ პრო-ევროკავშირი და დასავლეთი – 50%; პრო-დასავლური, მაგრამ რუსეთთან ურთიერთობების შენარჩუნებით – 32%; პრო-რუსული, მაგრამ ევროკავშირთან და დასავლეთთან ურთიერთობების შენარჩუნებით – 7%; მხოლოდ პრო-რუსული – 2%; არ ვიცი/უარი პასუხზე – 9%.
ასევე, კითხვაზე, მხარს უჭერთ თუ არა, რომ საქართველო შეურთდეს ევროკავშირს, პასუხები ასეთია: სრულად ვუჭერ მხარს – 75%; ნაწილობრივ ვუჭერ -14%; ნაწილობრივ არ ვუჭერ – 3%; კატეგორიულად ვეწინააღმდეგები – 5%; არ ვიცი/უარი პასუხზე – 3%.
IRI-ს კითხვაზე, „თუ მხარს უჭერთ ევროკავშირში გაწევრიანებას, კვლავ მხარს დაუჭერთ ამ იდეას, თუ ეს იგულისხმებს რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების გაწყვეტას“, პასუხები ასეთია: დიახ, ჩემი მხარდაჭერა უცვლელია – 62%; კვლავ მხარს ვუჭერ, თუმცა გარკვეულწილად ნაკლებად -15%; ამის გათვალისწინებით, გარკვეულწილად ვეწინააღმდეგები – 8%; ამის გათვალისწინებით, კატეგორიულად ვეწინააღმდეგები – 6%; არ ვიცი, უარი პასუხზე – 9%.
ამასთან, ორგანიზაციის კითხვაზე, „თუ მხარს უჭერთ ევროკავშირში გაწევრიანებას, როგორ ფიქრობთ, რა არის გაწევრიანებიდან ყველაზე დიდი სარგებელი“, პასუხები შემდეგია: ეკონომიკის გაძლიერება – 45%; უსაფრთხოება – 6%; ქვეყნის განვითარება – 5%; განათლება – 5%; უკეთესი მომავალი – 4%; ვიზალიბერალიზაცია – 4%; სტაბილურობა/მშვიდობა – 3%; სამუშაო ადგილების შექმნა – 3%; თავდაცვა – 2%.
კითხვაზე, რა არის ყველაზე დიდი შემაფერხებელი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, პასუხები ასე გადანაწილდა: პოლიტიკური არასტაბილურობა საქართველოში – 34%; საქართველოს არ შეუსრულებია ევროკავშირთან ასოცირებისდ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები – 17%; საგარეო მოსაზრებები საქართველოში – 13%; ევროკავშირის ქვეყნების პოზიციონირება – 11%.
IRI-ის ინფორმაციით, კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი – 63%. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.
0
0