
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს.
კვლევის კითხვაზე, რომელ ქართულ ტელევიზიას ენდობით ყველაზე მეტად, გამოკითხულთა პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა 👇
✔️ „იმედი“ - 28%
✔️ „მთავარი არხი“ - 14%
✔️ ტვ „პირველი“ - 11%
✔️ „რუსთავი 2“ - 9%
✔️ „ფორმულა“ - 3%
✔️ საზოგადოებრივი მაუწყებელი - 3%
✔️ „პალიტრანიუსი“ - 1%
✔️ „ობიექტივი“ - 1%
✔️ „პოსტივი“ - 1%
✔️ „ალტ-ინფო“ - 1%
ამასთან, გამოკითხულთა 23% აცხადებს, რომ არცერთ მედიასაშუალებას არ ენდობა, ხოლო 2% აცხადებს რომ კითხვაზე პასუხი არ აქვს.
ინფორმაციისთვის, კვლევა ჩატარდა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“-ისმიერ.
მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს.
მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი - 63%.
0
0