07/11/2022
23:36
პოლიტიკა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი ზარქუას განცხადებით, IRI-ს კვლევები რეალურ სურათს არ ასახავს. მისივე შეფასებით, კვლევაში ყველაზე მეტად პერსონალური მონაცემებია გაყალბებული.
„NDI-ის და IRI-ის ვერავინ დასწამებს ჩვენს გულშემატკივრობას, პირიქით, მგონია, რომ ეს არ ასახავს რეალურ სურათს, თუმცა აქაც კი ვერ დამალეს მოსახლეობის განწყობები, სადაც პირველ ადგილზე ისევ „ქართული ოცნებაა“ და ნახევარზე უფრო ნაკლები აქვს მთავარ ოპოზიციურ პარტიას „ნაციონალურ მოძრაობას“.
ეს არის რეალური სურათი. დანარჩენი, წარმოიდგინეთ იმდენად აბსურდის თეატრში შევიდნენ, რომ ჩვენ ხომ იცით ერთკაციანი პარტიები, რომ გვყავს პარლამენტში, მაგათ ლიდერებს აქვთ 35% და პარტიას აქვს 1-2%. აი ამ სამუშაოებს აკეთებენ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ აფილირებული ჯგუფები, ვინც ამ კვლევებს აკეთებენ და შესაბამისად, ხდება გაყალბება, ჩემი აზრით, და ამას გვაჩვენებს ბოლო 8 წლის არჩევნები.
ამ კვლევაში კი პერსონალური მონაცემები ყველაზე მეტად არის გაყალბებული, რადგან იქ, სადაც უსუფაშვილს აქვს 38%, ქალბატონ ლომჯარიას აქვს 38% და ბიძინა ივანიშვილს მათზე გაცილებით ნაკლები, რაზე ვსაუბრობთ საერთოდ“, - განაცხადა ზარქუამ.
IRI-მ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები დღეს გამოაქვეყნა.
პერსონების მოწონების რეიტინგი კი ასე გამოიყურება: პატრიარქი ილია მეორე - 88 %; კახა კალაძე - 51%; ირაკლი ღარიბაშვილი - 44 %; ანა დოლიძე - 40 %; სალომე ზურაბიშვილი - 38%; დავით უსუფაშვილი - 38%; ნინო ლომჯარია - 38 %; გიორგი გახარია - 37%; გიორგი ვაშაძე - 37%; ბიძინა ივანიშვილი - 36%; ირაკლი კობახიძე - 34%; ელენე ხოშტარია - 33%; მიხეილ სააკაშვილი - 33%; შალვა ნათელაშვილი - 33%; ნიკა მელია - 32%; ხატია დეკანოიძე - 31%; ალეკო ელისაშვილი- 30%; მამუკა ხაზარაძე - 29%; შალვა პაპუაშვილი - 28 %; ზურაბ გირჩი ჯაფარიძე - 26 %;ბადრი ჯაფარიძე - 23%; გიგა ბოკერია - 17 %; ხათუნა სამნიძე - 15 %.
0
0