18/12/2024
14:18
მსოფლიო
ირანის სასამართლოს გადაწყვეტილებით, სიკვდილით დასაჯეს მამაკაცი, რომელიც თეირანის ქუჩებში 59 ქალს თავს დაესხა.
,,რასგუეი კანდოლაი თავს დაესხა, სულ მცირე, 59 ქალს და მათ სხეულზე სადგისით დაზიანებები მიაყენა. ინციდენტმა თეირანში ტერორი გამოიწვია. რამდენიმე ქალის განცხადებით, თავდამსხმელი ნიღბიანი იყო და მოტოციკლს ატარებდა“, - ნათქვამია სასამართლო ხელისუფლების საინფორმაციო ვებგვერდის Mizen Online-ის განცხადებაში.
ირანი სასჯელის ზომად სიკვდილით დასჯას მკვლელობასა და ნარკოტიკებით ვაჭრობაში, ასევე გაუპატიურებასა და სექსუალურ ძალადობაში ბრადლებული პირების მიმართ იყენებს. Amnesty International-ის ინფორმაციით, ისლამური რესპუბლიკა, ყოველწლიურად, უფრო მეტ ადამიანს სჯის სიკვდილით, ვიდრე ნებისმიერი სხვა ქვეყანა [ჩინეთის გარდა]. ირანში სიკვდილით დასჯის ყველაზე გავრცელებული მეთოდი ჩამოხრჩობაა, რომელიც, ძირითადად, 1980-იანი წლების ბოლოდან გამოიყენება. ირანის სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, ჩამოხრჩობა ასევე შეიძლება გაერთიანდეს სასჯელის სხვა ფორმებთან, როგორიცაა გამათრახება, ამპუტაცია და ჯვარზე გაკვრა.
0
0