
ირანში, ქალაქ კერმანში, ოთხშაბათს აფეთქებები მოხდა ქალაქის სასაფლაოზე, ისლამური რევოლუციის გვარდიის დაღუპული გენერლის, ქასემ სოლეიმანის მემორიალთან. ირანის სახელმწიფო მედია იტყობინება მრავალრიცხოვანი მსხვერპლის შესახებ. სასწრაფო დახმარების სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ დაღუპულთა რიცხვი 73-მდე გაიზარდა და, სულ მცირე, 170 ადამიანი დაშავდა.
სააგენტო Noornews-მა განმარტა, რომ, სულ მცირე, ორი აფეთქება მემორიალისკენ მიმავალ გზაზე მოხდა. ამ დღეს, სულეიმანის გარდაცვალების მეოთხე წლისთავთან დაკავშირებით, სასაფლაოზე მემორიალური ცერემონია გაიმართა. მასში რამდენიმე ასეული ადამიანი მონაწილეობდა.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მომხდარს ტერორისტულ თავდასხმად აფასებენ.
მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილთა რაოდენობა 20 ადამიანს შეადგენდა.
0
0