11/04/2023
11:59
მსოფლიო
ირანში ქალების ჩაცმულობის გასაკონტროლებლად, საჯარო ადგილებში სათვალთვალო კამერებს ამონტაჟებენ.
ირანის პოლიციის ინფორმაციით, „15 აპრილის შემდეგ პოლიცია შესაბამის ზომებს მიიღებს იმ ქალების წინააღმდეგ, რომლებიც ჰიჯაბს არ ატარებენ. იდენტიფიცირების შემდეგ, რეგულაციის დამრღვევები მიიღებენ გამაფრთხილებელ ტექსტურ შეტყობინებებს“.
„როიტერის“ ინფორმაციით, გასული წლის სექტემბერში ე.წ. ზნეობის პოლიციაში ყოფნისას 22 წლის ქურთი ქალის, მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ, ირანელი ქალების ნაწილი ჰიჯაბის ტარებაზე უარს აცხადებს.
მაჰსა ამინი დააკავეს ჰიჯაბის წესების დარღვევის ბრალდებით. დასავლური მედიის ინფორმაციით, სავალდებულო ჩაცმულობის კოდექსის დარღვევის გამო, პატიმრობის საფრთხის მიუხედავად, მთელი ქვეყნის მასშტაბით სავაჭრო ცენტრებში, რესტორნებში, მაღაზიებსა და ქუჩებში ქალების ნაწილი ჰიჯაბის გარეშე დადის.
0
0