17/12/2024
10:56
მსოფლიო
ირანის ეროვნული უშიშროების საბჭომ „ჰიჯაბისა და უბიწოების“ შესახებ კანონპროექტის ამოქმედება შეაჩერა. როგორც პრეზიდენტმა მასუდ პეზეშკიანმა განაცხადა, კანონპროექტი ორაზროვანია და საჭიროებს რეფორმირებას.
ინიცირებული ახალი კანონპროექტი გამკაცრებულ სასჯელს ითვალისწინებს ქალებისა და გოგონების მიმართ, რომლებსაც არ ექნებათ დაფარული თმა, მხრები ან ფეხი. კანონპროექტი მწვავედ გააკრიტიკეს უფლებადამცველებმა. ქალებისა და გოგონების მიმართ დაწესებული ჩაცმულობის მკაცრმა წესებმა, რომლებსაც ათწლეულების განმავლობაში ირანის ისლამური რესპუბლიკის მმართველები ეროვნული უსაფრთხოების პრიორიტეტად განიხილავდნენ, პროტესტი გამოიწვია.
ახალი კანონის მიხედვით, კანონდამრღვევებს უფრო მკაცრი ჯარიმები და 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
Amnesty International-ის განცხადებით, ირანის ხელისუფლება „რეპრესიების ისედაც სასტიკი სისტემის გამყარებას ცდილობს“.
ირანის ეროვნული უშიშროების საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება „ჰიჯაბისა და უბიწოების“ შესახებ კანონპროექტის ამოქმედების შეჩერებასთან დაკავშირებით, იმაზე მეტყველებს, რომ მთავრობა ორი წლის წინანდელის მსგავსი მასობრივი საპროტესტო ტალღის გამოწვევის გამო შიშობს.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
24/01/2025