
ირანში აცხადებენ, რომ მის პორტებზე ნებისმიერი თავდასხმა სპარსეთის ყურის ყველა პორტს დაუცველს გახდის.
ირანის არმიის წარმომადგენელმა, ებრაჰიმ ზოლფაქარიმ განაცხადა, რომ სტრატეგიულ ადგილებში უსაფრთხოების უზრუნველყოფა კოლექტიური საკითხია და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასეთი უსაფრთხოება ან ყველა მხარეს უნდა ეხებოდეს, ან არცერთ მხარეს.
ირანის არმიის წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა, რომ ირანის შეიარაღებული ძალები ქვეყნის ეროვნული უფლებების დაცვას ბუნებრივ და კანონიერ ვალდებულებად მიიჩნევენ, მათ შორის ქვეყნის ტერიტორიულ წყლებში სუვერენიტეტის განხორციელებას.
„მტრის მხარესთან დაკავშირებულ გემებს არ აქვთ და არც ექნებათ ჰორმუზის სრუტის გავლის უფლება. სხვა გემებს სრუტის გავლის უფლება მიეცემათ ირანის ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების რეგულაციების შესაბამისად“, – განაცხადა ირანის არმიის წარმომადგენელმა.
0
0