
ირანის ხელისუფლებამ შესაძლოა, უარი თქვას ისრაელზე მასობრივი თავდასხმის თავდაპირველ გეგმებზე, თეირანში ჰამასის ერთ-ერთი ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობის საპასუხოდ. ეს პალესტინის ჯგუფი აღიარებულია ტერორისტად შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირში.
Politico-ს წყაროების ცნობით, შეერთებული შტატები მიიჩნევს, რომ თეირანმა უკვე მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება და უახლოეს მომავალში დარტყმას არ გეგმავს.
ამერიკელი ოფიციალური პირები ასევე დარწმუნებულნი არიან, რომ ირანი გაითვალისწინებს ვაშინგტონის მოწოდებას, გადახედოს ფართომასშტაბიანი თავდასხმის გეგმებს, რადგან თეირანში, ისრაელის ოპერაციის დროს, ირანის არც ერთი მოქალაქე არ დაშავებულა.
შეერთებულმა შტატებმა, დიპლომატიური წყაროების მეშვეობით, გაავრცელა გაფრთხილებები, რომ მასობრივი დარტყმა გაზრდის დაძაბულობას რეგიონში და შექმნის რისკს პირდაპირი დაპირისპირების ირანსა და ისრაელს შორის.
ისმაილ ჰანიე 31 ივლისს თეირანში მოკლეს.
0
0