
ირანმა დაუყოვნებლივ უნდა შეაჩეროს „ჰუსიტებისთვის“ სამხედრო აღჭურვილობის გაგზავნა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ TRUTH SOCIAL-ზე წერს.
„მიუხედავად იმისა, რომ ირანმა შეამცირა სამხედრო აღჭურვილობისა და მხარდაჭერის ინტენსივობა „ჰუსიტებისთვის“, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ისინი კვლავ აგზავნიან დიდი ოდენობის აღჭურვილობას. ირანმა დაუყოვნებლივ უნდა შეაჩეროს ამ აღჭურვილობის გაგზავნა“, – წერს ტრამპი.
მისივე თქმით, „ჰუსიტებმა“ თავად უნდა იბრძოლონ.
„ნებისმიერ შემთხვევაში ისინი დამარცხდებიან, მაგრამ ამ გზით ისინი სწრაფად დამარცხდებიან. „ჰუსიტი“ ბარბაროსები უკვე მნიშვნელოვნად დაზარალდნენ და უყურეთ, როგორ გაუარესდება მდგომარეობა. ეს არ არის სამართლიანი ბრძოლა და არც არასდროს იქნება. ისინი მთლიანად განადგურდებიან“, – წერს ტრამპი.
0
0