
ირანის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოების ცნობით, მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ირანზე თავდასხმა დაიწყეს, ქვეყნის მასშტაბით 780-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
„ოპერატიული ჯგუფების საველე ანგარიშების თანახმად, სამწუხაროდ, ამ თავდასხმებს 787 თანამემამულე შეეწირა“, – აცხადებს წითელი ნახევარმთვარის საზოგადოება.
ორგანიზაციის განცხადების თანახმად, 28 თებერვლიდან მოყოლებული, ირანის მასშტაბით 153 ქალაქსა და 500-ზე მეტ ადგილას 1 000-ზე მეტი თავდასხმა განხორციელდა.
ამასთან, ცნობილი ხდება, რომ ისრაელის ავიაციამ გასულ ღამეს ირანის სახელისუფლო ობიექტები დაბომბა, მათ შორის ირანის პრეზიდენტის ბიურო, ირანის უმაღლესი ეროვნული უშიშროების საბჭოს შტაბ-ბინა, ტერიტორია, რომელსაც ირანის „ყველაზე მაღალი რანგის ფორუმი“ შეხვედრებისთვის იყენებს, ასევე „ირანის არმიის ოფიცრების მომზადების დაწესებულება“.
0
0