
აშშ-ისა და ისრაელის „ტერორისტულმა აგენტებმა“ ქუჩებს ცეცხლი წაუკიდეს და ძალადობა გამოიწვიეს, – ამის შესახებ ირანის სახელმწიფო მედია იუწყება.
ირანის სახელმწიფო ტელევიზიის დილის საინფორმაციო გამოშვების მოკლე რეპორტაჟში ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების შესახებ განაცხადეს, რომ არეულობის დროს აქტივისტებმა დაწვეს ხალხის პირადი მანქანები, მოტოციკლები, საზოგადოებრივი ქონება, როგორებიცაა სახანძრო მანქანები, ავტობუსები, მეტრო და არის მსხვერპლი.
მანამდე კი ცნობილი გახდა, რომ ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე ინტერნეტი მთელი ქვეყნის მასშტაბით გაითიშა.
მედიის ცნობით, საპროტესტო აქციები და შეტაკებები თეირანსა და ქვეყნის დიდ ქალაქებში მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ირანში აქციები 28 დეკემბერს დაიწყო. თავდაპირველად თეირანის ქუჩებში მაღაზიების გამყიდველები გავიდნენ, რათა გამოეხატათ უკმაყოფილება ირანული ვალუტის გაუფასურების გამო. შემდეგ მათ სტუდენტებიც შეუერთდნენ. საპროტესტო აქციებისას დაღუპულია, სულ მცირე, 34 ადამიანი.
0
0