
Iran International-ის ცნობით, ირანის ახალმა პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა ქვეყნის სასულიერო ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის სთხოვა, ისრაელთან ომი თავიდან აირიდონ. ამის შესახებ გამოცემა ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს.
არსებული ცნობით, ირანის პრეზიდენტმა აიათოლა ალის მიმართა, რომ არ უნდა დაუშვან ირანის პირდაპირი თავდასხმა ისრაელზე, რათა შედეგად არ მიიღონ არასასურველი ომი და სერიოზული პრობლემები.
„შეხვედრისას, პრეზიდენტმა ფეზეშქიანმა 85 წლის ხამენეის მოუწოდა, აღკვეთოს ნებისმიერი პირდაპირი შეტევა ირანზე, რომ თავი აარიდონ დაძაბულობის ესკალაციას და არასასურველ ომს. როგორც ფეზეშქიანმა ხამენეი გააფრთხილა, ამ პოტენციურ კონფლიქტს შეუძლია, სერიოზული ზიანი მიაყენოს როგორც მის საპრეზიდენტო ვადას და მნიშვნელოვანი პრობლემები გამოიწვიოს“, - წერს Iran International წყაროზე დაყრდნობით.
ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც 31 ივლისს თეირანში „ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერი ისმაილ ჰანიე ააფეთქეს, ირანმა ისრაელის მისამართით სარაკეტო თავდასხმა დააანონსა, თუმცა ამ დრომდე, ორ ქვეყანას შორის დაძაბულობა კონკრეტულ მოქმედებებში არ გადაზრდილა.
0
0