
ირანის დაზვერვის სამინისტროს ცნობით, უცხოური მხარდაჭერით მომხდარ არეულობებში მონაწილე 300-ზე მეტი ოპერატიული აგენტი და დაჯგუფების ლიდერი დააკავეს.
სამინისტროს ცნობით, დაპატიმრებები განხორციელდა მოქალაქეების მიერ 8 იანვარს მომხდარი არეულობისა და ვანდალიზმის აქტებში პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირების, მათ შესახებ ინფორმაციის მიწოდების შემდეგ.
სამინისტროს განცხადების თანახმად, საზოგადოების დახმარების შედეგად, უსაფრთხოების ძალებმა მიაგნეს და დააკავეს 300-ზე მეტი ძირითადი პირი, რომლებიც დაკავშირებული იყვნენ დანაშაულებრივ ქმედებებთან. სამინისტრომ ასევე მოუწოდა მოქალაქეებს, „შეიარაღებული ტერორისტებისა და ბოლო დროს მომხდარი არეულობების მონაწილეების შესახებ ნებისმიერი ინფორმაციის მიწოდებით, მხარი დაუჭირონ უსაფრთხოების კუთხით მათ მცდელობებს“.
ირანული მედიის თანახმად, „ის, რაც გასული თვის ბოლოს ირანში ეკონომიკური სირთულეების გამო მშვიდობიანი საპროტესტო აქციებით დაიწყო, ძალადობრივ სახეს იძენდა მას შემდეგ, რაც აშშ-სა და ისრაელის რეჟიმის წარმომადგენლების საჯარო განცხადებებით ვანდალიზმი, არეულობა წახალისდა“.
ირანული მედია წერს, რომ არეულობის დროს, უცხოეთიდან მხარდაჭერილი დაქირავებული მებრძოლები ქალაქებს ძარცვავდნენ, კლავდნენ უსაფრთხოების ძალებსა და მშვიდობიან მოსახლეობას, აზიანებდნენ საზოგადოებრივ ქონებას.
0
0