ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ თეირანში, „ჰამასის“ ლიდერის ისმაილ ჰანიეს მკვლელობის გამო, ქვეყანა ისრაელზე შურს იძიებს. ამის შესახებ აბას არაღჩიმ იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანტონიო ტაიანთან სატელეფონო საუბრის დროს განაცხადა.
„ირანის რეაქცია თეირანში ისრაელის მიერ განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმაზე საბოლოოა და გაზომილი და კარგად გათვლილი იქნება. ჩვენ არ გვეშინია ესკალაციის, თუმცა ისრაელისგან განსხვავებით, ამის სურვილი არ გვაქვს“, - წერს არაღჩი სოციალურ პლატფორმაზე X.
როგორც Associated Press-ი წერს, იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო ტაიანმა მხარეებს „თავშეკავებისა და კონსტრუქციული მიდგომისკენ მოუწოდა, რათა შეწყდეს რეგიონში მიმდინარე სამხედრო მოქმედებების ციკლი, რომელიც უფრო მეტი ზარალის რისკს ქმნის.
„მნიშვნელოვანია, რომ ირანმა „ჰეზბოლას“ მიმართ ზომიერება გამოიჩინოს, რათა თავიდან აიცილოს ესკალაცია ლიბან-ისრაელის საზღვარზე, სადაც ლიბანში განთავსებული გაეროს დროებითი ძალების კონტიგენტის ფარგლებში იტალიელი ჯარისკაცები მსახურობენ, და ასევე „ჰუსიტების“ მიმართ წითელი ზღვის ზონაში დაძაბულობის ზრდის პრევენციის მიზნით, სადაც [ევროკავშირის მისიაში] იტალია წამყვან როლს თამაშობს“, - ნათქვამია განცხადებაში.
0
0