სამხედრო წვრთნებთან დაკავშირებით ირანის დედაქალაქის საჰაერო სივრცის დახურვის შესახებ ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება. ამის შესახებ ადგილობრივი სააგენტო Mehr-ის არაბულ ენაზე გამოქვეყნებულ პოსტშია ნათქვამი.
მასალაში აღნიშნულია, რომ 11 აპრილს ზოგიერთმა უცხოურმა მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც სააგენტო Mehr-მა, სავარაუდოდ, გამოაცხადა ყველა ფრენის შეწყვეტა თეირანის თავზე ადგილობრივი დროით 00:00 საათიდან. ამასთან, მსგავს სტატიებში ნათქვამია, რომ ირანელი ჟურნალისტები ქვეყნის თავდაცვის მინისტრზე დაყრდნობით წერდნენ ამის შესახებ.
„ეს ინფორმაცია მცდარია, საინფორმაციო სააგენტო „მეჰრს“ ასეთი ამბები არ აქვს“, - ნათქვამია გამოცემაში.
10 აპრილს ამერიკულმა გაზეთმა The Washington Post-მა ოფიციალური პირებსა და საიდუმლო დოკუმენტებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ ირანი მაქსიმალურად ახლოს იყო საკუთარი ბირთვული იარაღის შექმნასთან. ჟურნალისტების თქმით, თეირანს ახლა აქვს საკმარისი გამდიდრებული ურანი, რომ შექმნას სამი ატომური ბომბი, სულ რაღაც, რამდენიმე დღეში, ან კვირაში.
0
0