ირანი პასუხისმგებელია ფიზიკურ ძალადობაზე, რომელმაც მაჰსა ამინის გარდაცვალება გამოიწვია. ასეთ დასკვნამდე გაეროს ფაქტების დამდგენი მისია მივიდა.
მათივე განცხადებით, სამართალდამცველებმა საპროტესტო აქციების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალა გამოიყენეს. გაეროს ექსპერტის განცხადებით, მაჰსა ამინი ცემის შედეგად გარდაიცვალა.
ირანში მასობრივი საპროტესტო აქციები 22 წლის ქურთი გოგონას - მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო. ჰიჯაბის არასწორად ტარების გამო, თეირანის ზნეობის პოლიციამ ის 13 სექტემბერს დააკავა, რამდენიმე დღის შემდეგ კი გოგონა გარდაიცვალა. პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გოგონა ცუდად გახდა განყოფილებაში, საიდანაც ის გადაიყვანეს საავადმყოფოში და სწორედ იქ გარდაიცვალა. ახლობლების თქმით, გარდაცვალების მიზეზი დაკავების დროს სასტიკი მოპყრობა და ცემა გახდა.
0
0