
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ იორდანიაში განთავსებულ აშშ-ის სამხედრო ბაზაზე დრონით თავდასხმასთან კავშირის შესახებ "აშშ-ის მიერ გაჟღერებული უსაფუძვლო ბრალდებები" ახალი ომის გამოწვევას ისახავს მიზნად.
”ეს არის შეთქმულება, რომლის ინიციატორების ინტერესებია რეგიონში გამოწვეულ კონფლიქტში აშშ-ის კვლავ ჩათრევა. რეგიონის მასშტაბით, მებრძოლი დაჯგუფებები თავიანთი გადაწყვეტილებების მიღებისა და ქმედებების დროს ირანის ისლამური რესპუბლიკისგან ბრძანებებს არ იღებენ. მიუხედავად იმისა, რომ ირანი რეგიონში ბრძოლის გამწვავებას არ მიესალმება, ის ასევე არ ერევა მებრძოლი დაჯგუფებების გადაწყვეტილებებში იმის შესახებ, თუ როგორ უჭერენ მხარს ისინი პალესტინელებს ან როგორ იცავენ საკუთარ თავს და თავიანთი ქვეყნების ხალხებს ნებისმიერი ტიპის ძალადობისგან,” - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ნასერ ქანაანმა.
ღაზა-ისრაელის ომის დაწყების შემდეგ ირანმა განაცხადა, რომ თუ კონფლიქტი ვერ შეჩერდება, ომის მასშტაბი აუცილებლად გაფართოვდება.
0
0