-share.jpg)
ირანის ხელისუფლება არ ადასტურებს იორდანიაში, აშშ-ის სამხედრო ბაზაზე დრონით თავდასხმაში მონაწილეობის მიღებას, რომელსაც სამი ამერიკელი ჯარისკაცი ემსხვერპლა.
„აშშ-ისა და ბრიტანეთის ბრალდებები განპირობებულია კონკრეტული პოლიტიკური მიზნებით - რეგიონის რეალობის შესაცვლელად“, - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ნასერ ქანაანმა.
შეერთებულმა შტატებმა თავდასხმაში "ირანის მიერ მხარდაჭერილი რადიკალური მებრძოლი ჯგუფები" დაადანაშაულა, რომელთაგან ასევე ათეულობით დაშავდა. როგორც BBC-ი წერს, 7 ოქტომბერს ,,ჰამასის“ მიერ ისრაელზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, ამერიკელი ჯარისკაცების დაღუპვის ინციდენტი რეგიონში პირველია. ჯერჯერობით, უცნობია, ვინ დგას თავდასხმის უკან.
აშშ-ის პრეზიდენტმა ბაიდენმა შურისძიების პირობა დადო და განაცხადა: „ჩვენ მათ ვუპასუხებთ“.
0
0