
გავრცელებული ინფორმაციით, ირანი „ჰეზბოლას“ ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზე თავდასხმების ესკალაციისთვის „მწვანე შუქს უნთებს“.
ქვეყნის ლიდერმა ალი ხამენეიმ ტერორისტულ დაჯგუფებას მოუწოდა, რომ ისრაელზე „მასშტაბური თავდასხმა“ განეხორციელებინა.
ისრაელის მედიაში ტერორის ახალი ტალღა აღწერილია, როგორც „7 ოქტომბერი, ნაწილი მე-2“.
„ირანის ლიდერის მოწოდებები მას შემდეგ გაჟღერდა, რაც მან სამხრეთ ღაზას ქალაქ რაფაჰში ისრაელის გეგმების შესახებ შეიტყო,“ - იუწყება Jerusalem Post-ი.
ალი ხამენეის რეჟიმი შიშობს, რომ სამხრეთ ლიბანი "ისრაელის მომდევნო სამიზნე იქნება", რადგან აშშ-ის გაფრთხილებების შესაბამისად, გაზაფხულის ბოლოს ან ზაფხულის დასაწყისში, ისრაელის არმია ლიბანში სახმელეთო ოპერაციის დაწყებას გეგმავს.
„ჰამასის“ მოკავშირე „ჰეზბოლა“ ისრაელის არმიას ოქტომბერში ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომის დაწყების შემდეგ ებრძვის.
0
0