Microsoft-ის მკვლევარების განცხადებით, ირანის მთავრობასთან დაკავშირებულმა ჰაკერებმა, ივნისში, აშშ-ის საპრეზიდენტო კამპანიის დროს "მაღალი რანგის ოფიციალური პირის" სოციალური ქსელის ანგარიშის გატეხვა სცადეს.
„ეს კანონდარღვევები ირანული დაჯგუფებების მზარდი მცდელობების ნაწილია, რათა მათ, ნოემბერში, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენა მოახდინონ. ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის დაზვერვის განყოფილების მიერ მართულმა დაჯუფებამ საპრეზიდენტო კამპანიაში მონაწილე ერთ-ერთ მაღალჩინოსანს ელ.წერილი გაუგზავნა და ასევე სხვა დაჯგუფებამ მომხმარებლის ანგარიშზე მინიმალური წვდომის ნებართვა მოითხოვა. ეს აქტივობა, როგორც ჩანს, ირანული დაჯგუფებების უფრო ფართო შეტევის ნაწილია, რათა გააკონტროლონ აშშ-ის პოლიტიკური კამპანიები. ჰაკერებმა სხვა ანგარიშებზე წვდომა ვერ შეძლეს. კიდევ ერთმა ირანულმა დაჯგუფებამ ახალი ამბების "ფარული" საიტები აამოქმედა და ახალი ამბების კანონიერი საიტებიდან, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით, კონტენტი წაშალა. მისი სამიზნე ამერიკელი ამომრჩევლებია [პოლიტიკური სპექტრის საპირისპირო მხარეს]. გამოვლენილია ორი საიტი - მემარცხენეების მხარდამჭერი Nio Thinker - და კონსერვატიული საიტი, სახელწოდებით, Savannah Time“, - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც Reuters-ი წერს, Microsoft-ის განცხადება აშშ-ის დაზვერვის მაღალჩინოსნების ბოლო კომენტარებს მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, ირანმა სოციალური ქსელების ფარული ანგარიშები გააძლიერა, რათა ისინი შეერთებულ შტატებში პოლიტიკური უთანხმოების დათესვის მიზნით გამოიყენოს.
როგორც გაეროში ირანის მისიამ Reuters-ს განუცხადა, მისი კიბერშესაძლებლობები "თავდაცვითი და პროპორციულია იმ საფრთხეების მიმართ, რომლებსაც [ირანი] აწყდება" და, რომ ის აშშ-ზე კიბერშეტევების განხორციელებას არ აპირებს.
"აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები შიდა საკითხია, რომელშიც ირანი არ ერევა", - დასძინა ირანის დიპლომატიურმა წარმომადგენელმა Microsoft-ის ბრალდებების საპასუხოდ.
0
0