13/06/2023
14:35
პოლიტიკა
„ვიქეცით ტერიტორიად, რომელსაც ლამაზი ბუნება აქვს, არაჩვეულებრივი კულტურული მემკვიდრეობა აქვს და ამ კულტურულ მემკვიდრეობას ვისაც როგორ უნდა ისე ასაღებს“, - ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „მოქალაქეების“ თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილმა პლენარულ სხდომაზე, გიდების ლიცენზირების აუცილებლობაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ირანელი, არაბი და რუსი გიდები საქართველოში თავისუფლად ემსახურებიან ტურისტთა ჯგუფებს და მათ საქართველოს ისტორიის შესახებ დამახინჯებულ ინფორმაციას აწვდიან.
„ქსენოფობიის გაღვივება ნამდვილად არ მინდა, მაგრამ საქართველოში არიან ირანელები, არაბები, რუსები ხომ არიან და არიან, რომლებმაც იციან მარტო მშობლიური ენა და მათთვის გაცილებით მარტივია საქართველოში ჩამოსულ საკუთარ თანამემამულეებთან კომუნიკაცია. მათ არ იციან არც საქართველოს ისტორია, არც საქართველოს მოქალაქეები არიან, ზოგიერთ მათგანს არც ბინადრობის მოწმობა აქვს. არაფერს არ ვაჭარბებ - არის ჩანაწერები, ირანელი გიდები მაგალითად, როგორ უყვებიან თანამემამულეებს, რომ სინამდვილეში საქართველო ირანია, ყოველთვის ირანი და სპარსეთი იყო და ბოლო 200 წელია, რუსებმა დაგვიპყრეს და გაგვაქრისტიანეს, თორემ ადრე თუ გვიან, დავბრუნდებით და გავხდებით ირანის ნაწილი; არაბები უყვებიან, რომ ეს ისტორიული, არაბული სახელმწიფოს ნაწილი იყო; რუსები ხომ საერთოდ რაღაც სიგიჟეებს უყვებიან, რომ ვითომ, მე-9 მე-10 საუკუნეში გავხდით ქრისტიანები და ისიც რუსებმა გაგვაქრისტიანეს.
ერთი, რომ ლუკმა პურს და შემოსავალს აკარგვინებენ საქართველოს მოქალაქე გიდებს, რომლებსაც უზარმაზარი შრომა აქვთ ჩადებული იმაში, რომ განათლება მიეღოთ და პროფესიას დაუფლებოდნენ და მეორე მხრივ, არის ერთმნიშვნელოვანი და აღვირახსნილი მავნებლობა ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომ ვიქეცით ტერიტორიად, რომელსაც ლამაზი ბუნება აქვს, არაჩვეულებრივი კულტურული მემკვიდრეობა აქვს და ამ კულტურულ მემკვიდრეობას ვისაც როგორ უნდა ისე ასაღებს და ვისაც როგორ უნდა, ისე ჰყვება მის შინაარსზე. სად არის აქ სახელმწიფო?“, - ამბობს დეპუტატი.
ალეკო ელისაშვილს ევროკავშირის მაგალითები მოჰყავს:
„იტალიაში აუცილებელია, რომ ან ბინადრობის მოწმობა გქონდეს, ან იტალიის მოქალაქე იყო და აუცილებელია აიღო ლიცენზია, რისთვისაც უნდა ჩააბარო გამოცდები იტალიურ ენაში, ისტორიაში, გეოგრაფიაში, ხელოვნებაში. საფრანგეთში ანალოგიური, ჩეხეთში სრული ქაოსი იყო პირველ რიგში სწორედ რუსი გიდების გამო და ამიტომ, 2021 წელს მიიღეს სპეციალური კანონმდებლობა და იქ არის სავალდებულო ლიცენზირება“, - აცხადებს ალეკო ელისაშვილმა.
0
0