
„ვაჟბატონმა ხაბეიშვილმა თქვა, რომ სატრანსპორტო პოლიტიკის შედეგად ტარიფები გაიზარდა. დღეს ვერც ერთ ყვითელ ავტობუსს და „მარშრუტკას“, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის“ სიმბოლო იყო, ვერ ნახავთ. შექმნილია სისტემა, სადაც უსინათლოები, სკოლის მოსწავლეები, პენსიონერები, სოციალურად დაუცველები, შშმ პირები შეღავათით ისარგებლებენ – ზოგი უფასოდ დადის, ზოგი 10 თეთრიანი ტარიფით. ხოლო მათთვის, ვინც მუნიციპალური ტრანსპორტით ყოველთვის სარგებლობს, დავამატეთ, რომ ლურჯ “მარშრუტკაში“ ძველი თუ ახალი მეტრომანით ერთხელ რომ გადაიხდიან, მთელი 90 წუთის განმავლობაში უფასოდ მგზავრობის სარგებლობა შეეძლებათ. არის სხვადასხვა ტარიფები – თვეში 40 ლარი, დღეში – ერთი ლარი და ასე შემდეგ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
ლევან ხაბეიშვილის კრიტიკის პასუხად ზარქუამ განმარტა, რომ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, შუქზე გაზრდილი ტარიფი სუბსიდირებულია მთელი წლის განმავლობაში, რაც „ყველაზე მეტად შეჭირვებულ მილიონზე მეტ მოქალაქეს შეეხო“.
0
0
მარკო რუბიო სერგეი ლავროვს შეხვდება
10/07/2025
თბილისში, საბურთალოზე კაცი დაჭრეს
10/07/2025