
„შეუძლებელია, რამე არასწორად კეთდებოდეს. პირიქით, ყველაფერი სწორად კეთდება, ოღონდ, საუბარია სპეციფიკურ ელემენტებზე, რომლებიც უკავშირდება აღრიცხვიანობის სხვადასხვა საკითხს. ეს არის აქტივების აღრიცხვა, ცვეთის დარიცხვა და ა.შ. ეს ძალიან სპეციფიკურია შესაბამისი უწყების მიხედვით. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში აუდიტი ყოველ წელს ტარდება და შეუძლებელია, 2020 წელი რაიმით განსხვავებული ყოფილიყო წინასგან. ანგარიშში წერია მთელი რიგი მიგნებები, რომლებიც, მაგალითად, ძველი აქტივების ჩამოწერას უკავშირდებოდა, რა მიმართულებითაც, პროგრესი უკვე აშკარაა, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ სამუშაო მოცულობითია, ეს პროცესი კვლავ გრძელდება. მას თავისი სპეციფიკა აქვს“, - აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.
0
0
იმერეთში მაშველის სარწყავი სისტემის წმენდა
05/03/2026