
საქართველო პატარა სახელმწიფოა და, როდესაც გიგანტები ერთმანეთში ომობენ, ჩვენი პოზიცია ყოველთვის იქნება, ვიზრუნოთ ქვეყნის საუკეთესო ინტერესებზე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
ირაკლი ქადაგიშვილს დაუსვეს კითხვა, რომ დონალდ ტრამპი ირანთან ვაჭრობისთვის ქვეყნებს საბაჟო სანქციებს უწესებს, რა გზას აირჩევს საქართველო.
ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, საქართველო იმოქმედებს ქვეყნისთვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე.
„ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესია, ეროვნული მიზნები არ დავაზიანოთ. საკუთარი თავის გარდა არავის იმედი არ გვაქვს. სანდუს ჰქონდა რაღაცის იმედი აქ, 4 ოქტომბრის მანიფესტანტებს მოუწოდებდა, გაილაშქრეთო და დღეს აცხადებს, ჩემს ქვეყანას სხვა ქვეყანას შევუერთებო. ჩვენ ასეთი იმედით არ ვცხოვრობთ. ჩვენი თავის იმედით ვცხოვრობთ. ვიმოქმედებთ ისე, როგორც საქართველოს საუკეთესო ინტერესებში იქნება. ეს მთავრობის გადასაწყვეტია, მთავრობა გეტყვით და ამ საკითხზე მთავრობა მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს. ჩვენ ნანახი გვაქვს ტრამპის განცხადება სხვადასხვა ქვეყნის მიმართ ამა თუ იმ ტარიფის დაწესებასთან დაკავშირებით. მერე იწყება მთელი როგი გამონაკლისები, იმას არ ეხება და ამას არ ეხება. ეს არის საკითხი, რომელიც მთავრობამ უნდა გადაწყვიტოს შესაბამისი მომზადების, ინფორმაციისა დაზუსტების შედეგად“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
0
0