
ფორმატები არ არის დაცული. ევრონესტი საპარლამენტო დელეგაციების შეხვედრაა და რა შუაშია არასაპარლამენტო პარტიის თავმჯდომარის მიწვევა და თან ნეიტრალურის სტატუსით?, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, „ეს აჩვენებს, რომ მათი მიზანია არა დიალოგი საქართველოს პარლამენტთან, არამედ პროპაგანდირება იმ ცრუ ნარატივების, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ საშუალებით ევროპარლამენტსა და მის სხვადასხვა სტრუქტურაში ვრცელდება“.
„კეთილი ინებონ და საქართველოსთან ურთიერთობაში ის ელემენტარული წესი, წესდება დაიცვან, რაც მათ შორის, მათ მუშაობას არეგულირებს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეას წერილით მიმართა, სადაც აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ თავი შეიკავა ერევანში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მე-12 პლენარულ სესიაში მონაწილეობისგან. როგორც მახაშვილმა განმარტა, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბოლოდროინდელი ქმედებები სერიოზულ შეშფოთებას იწვევს ასამბლეის დამფუძნებელი აქტისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის პრაღის სამიტის ერთობლივი დეკლარაციის ფუნდამენტურ პრინციპებსა და მიზნებთან შეუსაბამობის გამო.
0
0