30/10/2021
09:46
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ არჩევანი ძალიან მარტივია, როგორც კანდიდატებს, ასევე, პოლიტიკურ ძალას შორის.
"დღეს არჩევანი არის ძალიან მარტივი, როგორც კანდიდატებს, ასევე პოლიტიკურ ძალას შორის.
რაც შეეხება კანდიდატებს, ერთ მხარეს არის პოლიტიკური პარტია, რომელიც ხალხს არეულობასა და ქაოსს ჰპირდება, მეორე მხარეს არის პოლიტიკური პარტია, რომელიც ჰპირდება ხალხს სტაბილურობას, მშვიდობას და განვითარებას.
თბილისის შემთხვევაში, ერთ მხარეს არის კანდიდატი, რომელსაც არაფრით არ გამოურჩევია თავი ამ წლების განმავლობაში, გარდა იმისა, რომ კომპანიებს აკოტრებდა, იჭრებოდა სახელმწიფო ინსტიტუტების შენობებში და გამუდმებით ხულიგნობდა.
მეორე მხარეს არის კანდიდატი, რომელიც 4 წელი ზრუნავდა თბილისის განვითარებაზე და რომელსაც აქვს თბილისის განვითარების კონკრეტული ხედვა შემდეგი 4 წლისთვის. ამიტომ, მე მგონია არჩევანი არის ძალიან მარტივი და შესაბამისი არჩევანი გავაკეთე, რა თქმა უნდა, მეც," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
0
0