28/07/2022
20:54
პოლიტიკა
300-ზე მეტი ევროპარლამენტარი სხვის ფულზე ხარჯავდა დროსა და ენერგიას. რეზოლუცია მიუძღვნეს ამ თემას. ესენი არიან „ენჯეოები“, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები და ა.შ. საკმაოდ დიდია იმ პირთა ჩამონათვალი, რომლებიც სხვის ფულზე ხარჯავენ დროსაქ და ენერგიას. ასეთ დროს ბუნებრივია, ჩვენც გვიწევს ამ თემაზე პასუხების გაცემა, საკუთარი პოზიციის დაფიქსირება. აქედან გამომდინარე, მე მგონია, რომ ამ მესიჯის ადრესატი არის სწორედ ეს 308 ევროპარლამენტარი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც დაინტერესდა კობახიძის პოზიციით, აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის კომენტართან დაკავშირებით.
„ყველას ესმის ამ განცხადებების და ორკესტრირებული შტურმის პოლიტიკური დატვირთვა. ასეთ დროს მნიშვნელოვანია, ყველა, ვინც არის დაინტერესებული ჩვენი ქვეყნის სწორად განვითარებით, გაემიჯნოს შესაბამის ორკესტრირებულ შტურმს და შესაბამის განცხადებებს. ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა ქართული საზოგადოებისთვის, ამაზე ელჩის პოზიციის მოსმენა“, - აღნიშნავს კობახიძე.
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა: „გულწრფელად რომ ვთქვათ, ცოტა დამაბნეველია, რამდენ დროსა და ენერგიას ხარჯავს ზოგიერთი სანქციების, ან სხვის ფულთან დაკავშირებული საკითხების განხილვაზე, იმის ნაცვლად, რომ ყურადღება კონცენტრირებული იყოს მკაფიო გზამკვლევზე ევროკავშირის წევრობისკენ“.
0
0