30/10/2021
09:58
პოლიტიკა
„არეულობის მცდელობებს არასდროს ექნება ფინალი. თქვენი ბელადი სააკაშვილი ციხეშია, თქვენი მეორე კუმირი - მეგის ქარდავა არის ციხეში. სააკაშვილის და მეგის ქარდავას პარტია საქართველოში დამთავრდება, „ნაცობა“ არის სირცხვილი. რაც შეეხება სააკაშვილს და მის იმიტირებულ შიმშილობას, ჩვენ გვაქვს ასეთი ინფორმაცია, რომ ის დღეს აპირებს გახდეს ცუდად, ანუ აპირებს სიმულირებას, რათა თავის მხარდამჭერებში რაღაც ემოციები აღძრას. ესეც განწირულია წარუმატებლობისთვის, როგორი სიმულაციაც არ უნდა განახორციელოს დღეს სააკაშვილმა. შიმშილობაზე პასუხისმგებელია მოშიმშილე. სააკაშვილის დაკვეთით ადამიანებს აუპატიურებდნენ, აწამებდნენ, ართმევდნენ ბიზნესებს. ეს არის სამარცხვინო კაცი, რომელმაც უნდა მოინანიოს და არა იშიმშილოს. მთელი ციხე იცინის იმაზე, რომ დღეში 3 ლიტრ ლიმონათს სვამს სააკაშვილი. დღეში 3 ლიტრი ლიმონათი არის იმ სირცხვილის გაგრძელება, რასაც წარმოადგენს მიხეილ სააკაშვილი“, - აცხადებს კობახიძე.
0
0