
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე წალენჯიხაში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბში იმყოფებოდა, სადაც მერობის კანდიდატს, გუბა საჯაიას, პარტიის აქტივს და მხარდამჭერებს შეხვდა.
„ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძემ პარტიის წევრებთან ერთად, განიხილა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის სამზადისი და წინასაარჩევნო გარემო. საუბარი შეეხო როგორც ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, ისე მუნიციპალიტეტის წინაშე მდგარ გამოწვევებსა და ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებს.
როგორც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ წალენჯიხაში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვოს, ვინაიდან, ეს ერთადერთი მუნიციპალიტეტია, რომელშიც გასულ მუნიციპალურ არჩევნებზე ოპოზიციის კანდიდატმა გაიმარჯვა.
0
0