
მოხარული ვართ, რომ აზერბაიჯანი საქართველოს ერთ-ერთ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად რჩება. გვაქვს მოლოდინი, რომ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება, მათ შორის გაღრმავდება თანამშრომლობა ინვესტიციების ზრდის მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ილჰამ ალიევთან შეხვედრაზე სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
„მოხარული ვართ, რომ აზერბაიჯანი საქართველოს ერთ-ერთ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად რჩება. გვაქვს მოლოდინი, რომ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება, მათ შორის გაღრმავდება თანამშრომლობა ინვესტიციების ზრდის მიმართულებით.
ჩვენ გამოვხატეთ მზაობა მაღალი დონის დიალოგის გაგრძელებისა და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის. დარწმუნებული ვარ, მომავალში ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო მეტად განვითარდება ჩვენი ხალხების, ჩვენი ქვეყნების საკეთილდღეოდ და ამ ყველაფერში პრეზიდენტ ალიევის ვიზიტი განსაკუთრებულ როლს შეასრულებს.
დასასრულ, ბატონო პრეზიდენტო, მინდა, კიდევ ერთხელ მადლობას გადაგიხადოთ საქართველოში ჩამობრძანებისთვის და ასევე განსაკუთრებული მადლობა იმ წვლილისთვის, რომელიც პირადად თქვენ შეგაქვთ ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებასა და განვითარებაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
0
0
8 აპრილს ელექტრომომარაგება შეიზღუდება
06/04/2026