27/03/2023
12:43
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ანდერს ბრეივიკს შეადარა.
ღარიბაშვილის შეფასებით, ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლის საქმეში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის პრიზის გადაცემა ქართველი ხალხის დაცინვა და შეურაცხყოფაა.
„წარმოიდგინეთ, რამხელა დაცინვა და შეურაცხყოფაა ჩვენი ხალხის რომ მთელი მსოფლიოში ცნობილი ავტორიტარული, თითქმის დიქტატორული ყოფილი მმართველი სააკაშვილი, რომელიც იყო მჩაგვრელი, მკვლელი სისტემის შემოქმედი, დააჯილდოვეს ადამიანის უფლებების დარგში მიღწეული რაღაც...ეს ხომ დაცინვაა ჩვენი ხალხის, ეს ხომ წარმოუდგენელია?! ეს დაცინვაა ჩვენი ხალხის და ეს არაფერს ნიშნავს.
ეს არის დაახლოებით იგივე, არ მინდა მძიმე შემთხვევა გავიხსენო, მაგრამ რადგან ნორვეგიის ამ ორგანიზაციიდან ასეთი დამოკიდებულებაა, ნორვეგიაში გახსოვთ, რომ ბრეივიკმა ძალიან ბევრი ადამიანი დახოცა, აი, დაახლოებით იგივეა, რომ რომელიღაც ქვეყანამ რომ ბრეივიკს მისცეს.
ვინ მესამე პრეზიდენტს! სააკაშვილმა ასობით ახალგაზრდა ადამიანი ჩახოცა პირდაპირ, მისმა რეჟიმმა. აღძრულიც არის საქმე და რამდენიმე არის დაკავებული. სააკაშვილი გასამართლებულია გირგვლიანის მკვლელობის საქმეში მონაწილეობისთვის. მისი რეჟიმი იყო მკვლელი რეჟიმი“, - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.
0
0