29/10/2021
10:57
პოლიტიკა
„მე რეალური სცენარი მოვყევი, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციური კანდიდატები გაიმარჯვებენ. ვინ წარმოიდგენდა, რომ სააკაშვილი საქართველოში მაცივრით დაბრუნდებოდა – ვერავინ, მაგრამ ეს მოხდა. ამ ადამიანებს ერთადერთი სურვილი აქვთ- რომ როგორმე პრობლემა შეუქმნან ხელისუფლებას. საბოლოო ჯამში, ჩვენ კი არა, ქვყანას და ხალხს. ამიტომ, მეტი გონიერება გვმართებს, მეტი სიბრძნე და ნაკლები ემოციურობა. ჩვენ არჩევნებში გავიმარჯვეთ და ჩვენი მთავრობა იქნება მომდევნო სამი წლის განმავლობაში. აქ არაფერი არ შეიცვლება. ერთ ან ორ მუნიციპალიტეტში თეორიულად რომ დავუშვათ, რომ გაიმარჯვა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა. არაფერი არ შეიცვლება აბსოლუტურად. შეხედეთ მათ რიტორიკას, მათ მესიჯებს – კობა ნაყოფიას ვუსმენდი, სადაც ამბობს, რომ თუ ის სენაკში გაიმარჯვებს, პირდება, რომ დაინიშნება რიგგარეშე არჩევნები. ასეთ დონეზე როგორ შეიძლება, რომ მოსახლეობას შეურაცხყოფა მიაყენო. იმდენად არაფრად თვლი მოსახლეობას, რომ გინდ ასეთი უსუსური ტყუილი დააჯერო.
ამ დროს, მე ვიცი და თქვენ ნახავთ ამას, რომ არჩევნების შემდეგ კობა ნაყოფია საცხოვრებლად მიდის უკრაინაში, იმიტომ, რომ სამსახური ნაშოვნი აქვს უკრაინაში, კერძო კომპანიაში. მე ვურჩევ, სხვებმაც მიბაძონ კობა ნაყოფიას და იშოვონ ახალი სამსახურები“, – განაცადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
0
0