ირაკლი ღარიბაშვილი, უკრაინელ და მოლდოველ კოლეგებთან ერთად, შარლ მიშელს ხვდება
30/11/2021
16:57
პოლიტიკა
A-
+A
ასოცირებული ტრიოს – საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას პრემიერ-მინისტრები ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს ხვდებიან.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, უკრაინის პრემიერი დენის შმიგალი და მოლდოვის პრემიერ-მინისტრი ნატალია გავრილიცა შარლ მიშელთან ერთობლივ შეხვედრას ამ წუთებში მართავენ.
ასოცირებული ტრიოს პრემიერები ასევე შეხვედრებს გამართავენ ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან და ევროპარლამენტის პრეზიდენტ დევიდ მარია სასოლისთან.
შეხვედრების მთავარი განსახილველი თემაა 15 დეკემბერს დაგეგმილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტი, რომლის დეკლარაციაში მნიშვნელოვანია ასოცირებული ტრიოს ქვეყნებისთვის პრიორიტეტული საკითხებისა და მოლოდინების ასახვა.
0
0
426
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%