14/06/2023
15:20
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ხვდება. ღარიბაშვილისა და შარლ მიშელის შეხვედრა ნახევარი საათია დაიწყო და ამ წუთებშიც მიმდინარეობს. წინასწარ კომენტარები არ გაკეთებულა, თუმცა, ბუნებრივია, განხილვის მთავარი საგანი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება და ევროპული პერსპექტივა იქნება.
სწორედ ეს საკითხები იყო საუბრის ძირითადი თემა ბელგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დროსაც. ბრიუსელში ვიზიტი ალექსანდრ დე კროსთან მოლაპარაკებით დაიწყო.
ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრა ჯერ პირისპირ, შემდეგ კი გაფართოებულ ფორმატში გაიმართა. განსაკუთრებული აქცენტი კი გაკეთდა საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარების ისტორიულ გადაწყვეტილებაზე. ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან ითქვა, რომ ევროკომისიის 12 რეკომენდაცია შესრულებულია. მან საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების კრიტიკულ მნიშვნელობაზე ისაუბრა.
0
0
ყველა წარმატება თავის მპტყუებაა- ლაშა ბუღაძე
17/11/2024
ახალსოფელში ქმარმა ცოლის დაწვა სცადა
17/11/2024