
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, შვილებთან ერთად თბილისის ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე საქართველო- პორტუგალიის საფეხბურთო მატჩს დაესწრო.
აღნიშნული მატჩით უეფა-ს 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატი გაიხსნა.
საქართველოს ნაკრებმა პორტუგალია ანგარიშით 2:0 დაამარცხა.
პრემიერ-მინისტრთან ერთად ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ეფექტური გამარჯვებით დაიწყო. რამაზ სვანაძის გუნდმა ჯგუფური ეტაპის პირველი მატჩი პორტუგალიასთან „დინამო არენაზე“ გამართა და 2:0 გაიმარჯვა.
0
0
თელავში ხანძარს 75 წლამდე ქალი ემსხვერპლა
16/02/2026
18 თებერვალს ელექტრომომარაგება შეიზღუდება
16/02/2026