
ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ეფექტური გამარჯვებით დაიწყო. რამაზ სვანაძის გუნდმა ჯგუფური ეტაპის პირველი მატჩი პორტუგალიასთან „დინამო არენაზე“ გამართა და 2:0 გაიმარჯვა.
აღსანიშნავია, რომ “ჯვაროსნებმა” პირველი ტაიმიც ანალოგიური შედეგით მოიგეს.
გოლები გაიტანეს გიორგი გაგუამ და საბა საზონოვმა.
ორივე საგოლე გადაცემა გიორგი წიტაიშვილს ეკუთვნის.
ცნობისთვის, 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი დღეს, 21 ივნისს, საქართველოსა და რუმინეთში დაიწყო.
საქართველოს ნაკრებმა სწორედ პირველი მატჩი პორტუგალიასთან, “დინამო არენაზე" გამართა.
მომდევნო მატჩი 24 ივნისს გაიმართება და საქართველო ბელგიას დაუპირისპირდება.
მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.
0
0
თელავში ხანძარს 75 წლამდე ქალი ემსხვერპლა
16/02/2026
18 თებერვალს ელექტრომომარაგება შეიზღუდება
16/02/2026