"ირაკლი ღარიბაშვილი კობახიძესთან შედარებით ალა პუგაჩოვაა" - ამის შესახებ პარტია "ხალხისთვის" ლიდერმა ანა დოლიძემ "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში, გადაცემა "დღის ამბებში" განაცხადა.
დოლიძის თქმით, კობახიძე ღარიბაშვილტან შედარებით ურეიტინგოა და სწორედ ამიტომ აარჩია ბიძინა ივანიშვილმა მისი გუნდიდანერთ-ერთი ყველაზე არაპოპულარული პირი.
სინამდვილეში რა საშუალება არ აქვს ბიძინა ივანიშვილს, რომ მაგალითად ლონდონიდან ჩამოიყვანოს ვინმე წიგნიერი ადამიანი და დანიშნოს მინისტრად? აქვს, მაგრამ, ის ამას არ დაუშვებს, რომ ვინმემ საფრთხე შეუქმნას. ბიძინა ივანიშვილმა მისი გუნდიდან აარჩია ერთ-ერთი ყველაზე არაპოპულარული პირი. ირაკლი ღარიბაშვილი კობახიძესთან შედარებით ალა პუგაჩოვაა. პრიმადონაა მართლა პოპულარობით კობახიძესტან შედარებით", - განაცხადა ანა დოლიძემ "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში.
0
0